Thumbnail
  • ლონდონის ჩელსის ფეხბურთელები ლონდონის ელიტურ ღამის კლუბში გაერთნენ
  • ობიექტივში როს ბარკლი, ოლივიე ჟირუ, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და სხვები მოხვდნენ
  • დენი დრინკოუტერმა კლუბი ორ უცნობ გოგონასთან ერთად, ტაქსით დატოვა    

პარასკევს შუაღამისას, ლონდონის ჩელსის რამდენიმე ფეხბურთელი ლონდონის ელიტურ ღამის კლუბში დააფიქსირეს. ინგლისური მედიის ცნობით, ბრაიტონთან დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ მიღებული დასვენების პერიოდში, დროის სასიამოვნოდ გატარება მცველებმა: გარი კეჰილმა და ემერსონ პალმიერიმ, ნახევარმცველებმა: ეტან ამპადუმ, როს ბარკლიმ, რუბენ ლოფტუს-ჩიკმა, დენიელ დრინკოუტერმა და თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ გადაწყვიტეს.

ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ფეხბურთელები კლუბს გვიანობამდე შემორჩნენ, დაწესებულება ყველაზე ბოლოს კი, მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა როს ბარკლიმ დატოვა - დაახლოებით დილის ხუთ საათზე.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ღამის კლუბში დენი დრინკოუტერი ორ უცნობ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებთან ერთადაც მოგვიანებით შინ ტაქსით გაეშურა. წერენ იმასაც, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ალკოჰოლის ზემოქმედება ეტყობოდა.

დრინკოუტერი კლუბიდან შინ გოგონებთან ერთად გაემგზავრა 

იუწყებიან, რომ კლუბი Raffles, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც გაიხსნა, ჩელსის ფეხბურთელებს შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორი იქნება ლონდონური კლუბისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის რეაქცია ფეხბურთელების გართობაზე, უცნობია.

ჩელსის ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის შეხვედრა ვესტ ჰემთან 8 აპრილს უწევს. 32 ტურის შემდეგ მაურიციო სარის გუნდს 63 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები