Thumbnail
  • ზინედინ ზიდანს რეალში პოლ პოგბას გადაბირება უნდა
  • მანჩესტერი ფრანგთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს
  • პოგბას ხელფასის გაზრდა სურს - კვირაში ნახევარი მილიონი ფუნტი

ზინედინ ზიდანის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო ინტერესად პოლ პოგბას ასახელებენ. ფრანგი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს მნიშვნელოვანად გააძლიერებს. მანჩესტერ იუნაიტედი კი ყველაფერს აკეთებს, რათა პოგბა გუნდში დარჩეს და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაც სურთ. პოგბას ინგლისურ გუნდთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მანჩესტერელებს სურთ, რომ ფრანგი იუნაიტედში კიდევ სამი წლით, 2024 წლამდე დარჩეს.

პოგბას ხელფასის გაზრდა სურს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამჟამად კვირაში 300 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს, ხოლო მისი სურვილია, რომ კვირაში ნახევარ მილიონ ფუნტს გამოიმუშავებდეს, დაახლოებით იმდენს, რასაც მანჩესტერ იუნაიტედის ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი, რომლის ხელფასიც კვირაში 505 ათასი ევროა.

მინო რაიოლამ კარგად იცის, რომ მანჩესტერს ანდერ ერერა და ხუან მატა ტოვებენ. შესაბამისად, რაიოლა ეცდება, რომ ეს ამბავი საკუთარი აგენტის სასარგებლოდ გამოიყენოს და მანჩესტერს ახალ კონტრაქტში პოგბასთვის სასურველი პირობები ჩააწერინოს.

კომენტარები

ბოლო ამბები