Thumbnail
  • ცსკა 82:78 ბასკონია
  • პანათინაიკოსი 87:67 ბუდუჩნოსტი

ევროლიგაში რეგულარული სეზონის ბოლო ტურის თამაშები გაიმართა. სეზონი პარასკევის ოთხი მატჩით დასრულდება, თუმცა ქართველთა გუნდებმა უკვე ითამაშეს.

შენგელიას ეფექტური ჩატენვა მოსკოვში

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე ბოლოს მოსკოვში მე-15 ტურში ხიმკის წინააღმდეგ ითამაშა, მას მერე ტრავმა მას 30-ე ტურამდე თამაშის საშუალება არ მისცა და აი, ის ისევ მოსკოვში დაუბრუნდა ტურნირს - ბასკონია ცსკა-ს ესტუმრა, უგებდა კიდევაც, მაგრამ ბოლოს რუსული კლუბის შემოტევებს ვეღარ გაუძლო და 78:82 დათმო. ბასკონია ამით კინაღამ პლეი ოფს მიღმა დარჩა. ბასკებისთვის საბედნიეროდ, დამარცხდა მისი კონკურენტი ოლიმპიაც და ამიტომ, ბასკონია ბრძოლას აგრძელებს.

გადამწყვეტ მომენტში ვერც გუნდის ქართველმა კაპიტანმა იყოჩაღა, მან ჯერ შეტევაში მიიღო პერსონალური შენიშვნა, მერე კი ტექნიკურიც. 

შენგელიამ 17:55 წუთში (სასტარტოში არ ყოფილა) 6 ქულა, 3 მოხსნა, 1-1 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ეს მისთვის სეზონის ანტირეკორდის (6 ქულა ეფესთან) გამეორებაა. მეტ ჯენინგი ტრავმირებულია.

ცსკა-ბასკონია (ჰაილაითები) 

ბოლო ტურში მორიგი მარცხი განიცადა გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა, რომელიც სტუმრად პანათინაიკოსთან დამარცხდა - 67:87. გოგას გუნდი კარგად თამაშობდა, თავად ქართველსაც 12 ქულა ჰქონდა, მაგრამ მან მალე მიიღო სამი ფოლი. 

ბითაძე კალატესის წინააღმდეგ

საბოლოოდ ქართველმა ცენტრმა 23:15 წუთში (სასტარტოში იყო) 16 ქულა, 8 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ევროლიგაზე მეორედ მოხდა, რომ გოგამ მოედანი დაფარების გარეშე დატოვა.
იმედია, ეს გოგას ბოლო მატჩია ევროლიგაზე. მისი გუნდი დაემშვიდობა ტურნირს, გოგას კი ივნისში დრაფტი და მერე NBA ელის. 

პანათინაიკოსი-ბუდუჩნოსტი (ჰაილაითები) 

კომენტარები

ბოლო ამბები