Thumbnail

ტურამი: ბონუჩის შეუძლია ქალის გაუპატიურება გამომწვევი ჩაცმულობით გაამართლოს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბონუჩის განცხადებას ლილიან ტურამიც გამოეხმაურა
  • 19 წლის თავდამსხმელ მოიზე კინს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს

სერია A-ს ბოლო ტურში, სარდინიაზე გამართული მატჩი სკანდალური გამოდგა. კალიარის გულშემატკივრებმა იუვენტუსის 19 წლის თავდამსხმელ მოიზე კინს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. თვითონ კინიც გაღიზიანებული ჩანდა და გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა. 

მატჩის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ გულშემატკივრების და კინის დაპირისპირებაში ორივე მხარე დამნაშავეა და თავის შეკავება მართებდათ როგორც ქომაგებს, ისე თავად ფეხბურთელს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და უნდა გაიზარდოს.

ამ სიტყვების გამო, ლეონარდო ბონუჩის კრიტიკა დაატყდა თავს და ფეხბურთელი იძულებული გახდა რომ სოციალურ ქსელში განმარტება გაეკეთებინა. იუვენტუსის და იტალიის ნაკრების მცველს ბევრი არაფერი განუმარტავს და უბრალოდ განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.  

შესაბამისად, ბონუჩის ისევ აკრიტიკებენ, ერთ-ერთი კი ვინც იუვენტუსის მცველი არ დაინდო, ლილიან ტურამია. ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა…

“ბონუჩიმ განაცხადა რომ დამნაშავე კინი იყო, რადგან მან გულშემატკივრების პროვოცირება მოახდინა. ასეთი ფრაზების შემდეგ, ბევრი ფიქრობს რომ ყველაფერი ფერადკანენიანების ბრალია, რადგან მათ უყვართ მსხვერპლის როლში ყოფნა. სწორედ ასეთი შეხედულებების გამო ვერ ვითარდება მსოფლიო. სინამდვილეში, კინს არაფერი უქნია ისეთი, რომ ტრიბუნების ასეთი აგრესია დაემსახურებინა. მან მხოლოდ გოლი აღნიშნა ემოციურად. ბონუჩის ასეთივე წარმატებით შეუძლია, რომ ქალის გაუპატიურება გაამართლოს გამომწვევი ჩაცმულობით. ეს ყოვლად დაუშვებელია”. - განაცხადა ლილიან ტიურამმა.

კომენტარები

ბოლო ამბები