Thumbnail

შევარდენის ფორმაზე ერთიანი საქართველოა გამოსახული

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ისტორიული გუნდი, სადაც ქართველი იუნკერები თამაშობდნენ
  • მათ შორის იყო შალვა ერისთავი, რომელიც ეროვნული გმირია

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდის, თბილისის შევარდენი 1906-ის ფორმას, საქართველოს რუკის კონტური აქვს დატანილი.

2017 წლიდან, ეროვნული ლიგის რეგულაციის მიხედვით, ყველა გუნდს მხარზე ქვეყნის დროშა აქვს გამოსახული, მეორე ლიგაში მოასპარეზე შევარდენის მაისურს კი უკვე მეორე სეზონია, რუკაც ამშვენებს. ამ თემაზე, კლუბის დანფუძნებელმა გეგი კიკაბიძემ popsport.com-თან კომენტარი გააკეთა.

“შევარდენი 1906 ისტორიული გუნდია, სადაც ქართველი იუნკერები თამაშობდნენ, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ და რუსულ ჩექმას შეეწირნენ. მათ შორის იყო შალვა ერისთავი, რომელიც შევარდენში თამაშობდა და ეროვნული გმირია. მეორე სეზონია, რაც შევარდენი 1906-ის მაისურებს საქართველოს რუკა ამშვენებს და ასე იქნება მომავალშიც”. - განაცხადა გეგი კიკაბიძემ.

შევარდენის ახალი სათამაშო ფორმა, რომლითაც იუნკერები ხვალინდელ შეხვედრაში გაგრას დაუპირისპირდებიან ⚪️⚫️ our teams new t-shirt ⚪️⚫️ warriors will play with this uniform tomorrow against f.c. gagra.

Posted by FC Shevardeni 1906 on ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები