Thumbnail

11-დან 10 მოგება - ტოჩინოშინმა მაისის ბაშოსთვის მზადება დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი საგაზაფხულო ტურში ჩაერთო
  • 30 აპრილს ბანძუკე გამოქვეყნდება
  • 12-26 მაისი ნაცუ ბაშო

იაპონიაში სუმოს საგაზაფხულო ტური დაიწყო, პროფესიონალი სუმოისტები ქვეყნის სხვადასხვა პრეფექტურაში საჩვენებელ ვარჯიშებს და ორთაბრძოლებს ატარებენ და ბაშოსთვის ინტენსიურად ემზადებიან.

როგორ დავიბრუნოთ ოძეკის ტიტული

ტური 31 მარტს ნარას პრეფექტურაში დაიწყო და ის 29 აპრილს იბარაკის პრეფექტურაში დასრულდება.

30 აპრილს სუმოს ასოციაცია ახალ ბანძუკეს გამოაქვეყნებს, რომელშიც ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სეკივაკეს რანგში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლევანმა ოსაკას ბაშო 7-8 ბალანსით დაასრულა და ოძეკის ტიტული დაკარგა.

ტოჩინოშინის პირველი საჩვენებელი ბრძოლა

მას უკვე ოფიციალურად დაუსახეს მიზანი - ნაცუ ბაშოზე (12-26 მაისი) 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს და ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს. 

საგაზაფხულო ტურში ტოჩინოშინი 4 აპრილიდან ჩაერთო - სუმოს ქარავანი ჰიოგოს პრეფექტურის ქალაქ ტოიოოკაშია. 

ტოჩინოშინმა ორ მეტოქესთან ჯამში 11 საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 10 მოიგო. 

"ჯერ პრაქტიკა მაკლია. ამიტომ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ. მთავარია, ტრავმამ ხელი არ შეგვიშალოს. სასიხარულოა, რომ ტკივილს არ ვგრძნობ", - განუცხადა ტოჩინოშინმა nikkansports.com-ს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები