Thumbnail

გაბედავამ ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა - ზაგლებიემ ვისლას მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაგლებიე 4:3 ვისლა
  • გაბედავამ მე-5 შეხვედრაში მე-2 გოლი გაიტანა

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში გიორგი გაბედავას ზაგლებიემ ვისლას 4:3 მოუგო. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 წუთში 2:0-ს იგებდა. გაბედავამ მატჩის 25-ე წუთზე ეფექტური გოლის გატანა მოახერხა. გიორგიმ ზედიზედ მეორე ტურში შეძლო თავის გამოჩენა. 65-ე წუთისთვის ანგარიში 3:3 იყო, თუმცა გაბედავას გუნდმა მაინც მოიგო. ზაგლებიეს მხრიდან მოზდზენმა 85-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ქართველის კლუბმა 4:3 მოიგო.
 

ზაგლებიეს 24 ქულა აქვს და ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. გიორგის გუნდს იაგელონიასთან და ვისლა პლოცკთან გასამართი მატჩები რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები