Thumbnail
  • ვალენსია 2:1 რეალი
  • რაც რეალში დაბრუნდა, ზინედინ ზიდანი პირველად დამარცხდა
  • ვალენსიას ლიგის ზონამდა ქულაღა აშორებს
ვალენსია 17 მატჩია, რაც დაუმარცხებელია

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში ვალენსიამ "მესტალიაზე" მადრიდის რეალს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ვალენსია 46 ქულით მე-5 ადგილზე გადავიდა. "ღამურებს" ჩემპიონთა ლიგის ზონამდე მხოლოდ ქულა აშორებთ. რეალი 57 ქულით მესამე ადგილზეა და ატლეტიკოს 5 ქულით ჩამორჩება.

35-ე წუთზე ანგარიში პორტუგალიელმა გონსალო გედეშმა გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე ესეკიელ გარაიმ თავით გაიტანა. რეალმა მხოლოდ 93-ე წუთზე გაიტანა, ქარიმ ბენზემამ სეზონში მე-15 გოლი გაიტანა.

გონსალო გედეშის გოლი 

საინტერესო ფაქტები 

ზიდანმა რეალში დაბრუნების შემდეგ ქულები პირველად დაკარგა

⚽ ვალენსია ბოლო 17 თამაშია (ყველა შეჯიბრება), რაც დაუმარცხებელია - 10 მოგება, 7 ფრე.

⚽ რეალზე მეტი გოლი ლა ლიგაში (60) ამ სეზონში მხოლოდ უესკამ (61) გაუშვა.

⚽ ესეკიელ გარაიმ ამ სეზონში ორი გოლი გაიტანა, ერთი მან ბარსელონას გაუტანა, მეორე -რეალს.

⚽ ვალენსიამ "მესტალიაზე" 5-მატჩიანი მშრალი სერია 93-ე წუთზე დაასრულა. 

⚽ ზინედინ ზიდანი, რაც რეალში დაბრუნდა, პირველად დამარცხდა.

ვალენსია-რეალი 2:1

გოლები: 1:0 გედეში (35), 2:0 გარაი (83), 2:1 ბენზემა (94)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გარაი, დიაქაბი, გაია - სოლერი (80. ფ. ტორესი), პარეხო, კონდოგბია, გედეში (73. ჩერიშევი) - როდრიგო, გამეირო (85. მინა)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (64. ისკო) - ლუკას ვასკესი (78. მარიანო დიასი), ბენზემა, ასენსიო (64. ბეილი)

კომენტარები

ბოლო ამბები