Thumbnail

კარკაძის საოცარი სიზუსტე - როგორ ვარჯიშობს ახალგაზრდა მორაგბე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვანო კარკაძე ინსტაგრამზე ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს
  • ქართველი მორაგბე აუტების მოწოდებაში ვარჯიშობს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა და 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მოთამაშემ, ვანო კარაკაძემ ვარჯიში განაახლა და ფორმას იბრუნებს. კარკაძე საკლუბო დონეზე ორიაკის ღირსებას იცავს. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კარკაძეს ქუთაისში გერმანიასთან გასამართ მატჩშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ვანო დაიმტვრა და ის თორნიკე მატარაძემ ჩაანაცვლა. კარკაძე 20-წლამდელთა ნაკრების წევრიც არის და დიდი ალბათობით, ის წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაემგზავრება.

ვანო ინსტაგრამზე ვიდეოს ავრცელებს, თუ როგორ ვარჯიშობს, ტრავმის მოშუშების შემდეგ. ქართველი მორაგბე აუტების ჩაწოდების სტილის დახვეწას ცდილობს.

View this post on Instagram

✌✌😉

A post shared by vanokarkadze (@vano_karkadze) on

კომენტარები

ბოლო ამბები