Thumbnail

ძიუდომ YouTube-ზე რაგბისაც აჯობა - სოციალური მედიის საინტერესო კვლევა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • RED TORCH-მა 2018 წლის ანალიზი
  • ძიუდო სოციალურ მედიაში მე-9 ადგილზეა

ლონდონურმა სააგენტო RED TORCH-მა 2018 წლის ანალიზი შემოგვთავაზა - კომპანიამ მსოფლიოს 35 ყველაზე ცნობადი სპორტის სახეობების სოციალური მედიის რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძიუდოს პოპულარულობა არნახულად გაიზარდა - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) #SportOnSocial ინდექსით 35 საერთაშორისო ფედერაციას შორის მე-9 ადგილზეა. რაც ეს კვლევა ტარდება, ძიუდო TOP 10-ში პირველად მოხვდა.

RED TORCH-მა ამ რეიტინგის შესადგენად 2018 წლის სოციალური მედიის 224 ათასი პოსტი, 421 მილიონი მოწონება და 2.7 ვიდეო-ნახვა გაანალიზა. 

IJF ამ რეიტინგში ისეთი სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებს უსწრებს მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც ჩოგბურთი, ცურვა, ჰოკეი, ტანვარჯიში, ჭიდაობა და სხვებია. 

ცალკეული სოციალური მედიიდან ძიუდოს საუკეთესო შედეგები ინსტაგრამზე და YouTube-ზე აქვს. ინსტაგრამზე IJF მე-7 ადგილზეა. ათეულს აქ ცხენოსნობა, ველოსპორტი და მაგიდის ჩოგბურთი ასრულებენ.

YouTube-ზეც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მე-7 პოზიციაზეა და უსწრებს მე-8 ადგილზე მყოფ რაგბის. 

კომენტარები

ბოლო ამბები