Thumbnail

'იმედია, ყველაფერი კარგად იქნება' - ჯიმი ტაბიძემ ვარჯიში განაახლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების მცველმა შვეიცარიასთან მატჩში თავის ტრავმა მიიღო
  • რუსული უფას ლეგიონერმა რეაბილიტაცია დაასრულა და პირველად ივარჯიშა
  • ტაბიძემ მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბ უფას 23 წლის მცველმა ჯიმი ტაბიძემ, რომელმაც ევრო 2020-ის შესარჩევში, შვეიცარიასთან მატჩში (0:1) თავი გაიტეხა, ვარჯიში განაახლა. 

"დინამო არენაზე" გამართულ საქართველო-შვეიცარიის შეხვედრის პირველ ტაიმში, ტაბიძე და ფაბიან შერი მაღალ ბურთზე ბრძოლისას ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ.

მეტი ამ თემაზე

ქართველმა ფეხბურთელმა თამაში თავშეხვეულმა გააგრძელა, თუმცა 59-ე წუთზე მაინც შესაცვლელი გახდა. მოგვიანებით ტაბიძეს ტვინის შერყევა დაუდგინდა და ის საქართველოს ნაკრებს შესარჩევის მომდევნო მატჩში, სტუმრად ირლანდიასთან ვეღარ დაეხმარა.

ჯიმი ტაბიძე ამჟამად კლუბის განკარგულებაშია და დარბაზში ვარჯიშობს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა ამ ეტაპზე მცველი ჯერ მინდორზე არ გადის.
 
"ამ ხნის განმავლობაში დასვენება მოვასწარი. ვფიქრობ, ათ დღეში უკვე მზად ვიქნები, გუნდთან ერთად მოედანზე ვარჯიშს კი ორ დღეში დავიწყებ და ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ქართველი მცველი.

ჯიმი ტაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე ერთი გოლია.

23 წლის ქართველ მცველმა რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგის 12 მატში ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

უფა რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდს 17 ქულა აქვს და ცხრილში მე-15 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები