Thumbnail
  • ქართული დერბი სამტრედიაში გაიმართა
  • ტორპედომ და დინამომ ქულები გაიყვეს 

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც ქუთაისის ტორპედომ თბილისის დინამოს უმასპინძლა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ, ქართული დერბი ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი რეალურად ნეიტრალურ მოედანზე იყო, ტრიბუნები თითქმის ბოლომდე შეივსო.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, თუმცა მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა და შესაბამისად, გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში გუნდები უფრო გააქტიურდნენ და თამაში უფრო სანახაობრივი გახდა. რეალური საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა და მეკარეებიც ჩაერთვნენ საქმეში, თუმცა გოლი მაინც არ გავიდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს, 0:0.

ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 12 ქულით საბურთალო ლიდერობს, შემდეგ თბილისის დინამო, ბათუმის დინამო და ქუთაისის ტორპედო მოდიან 10-10 ქულით. 

კურიოზი ტელერეპორტაჟის დროს

დინამო თბ. 0:0 ტორპედო

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე, დოლიძე (62. ლუკა), გიგაური, ცინცაძე (83. ჩაჩუა), ქავთარაძე, ზივზივაძე, კაპანაძე (62. წიქარიძე).

დინამო თბ.: პერალესი, რუხაია, მუჯუბი, მონხილი, კობოური (76. იაშვილი), ქარდავა, პაპავა, შენგელია, კუხიანიძე (61. ზარია), კარბია (69. ივანისენია), კუტალია.

ფოტო: ტორპედოს FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები