Thumbnail

ქართველი ხარი - ძალიან ძლიერი კაცი, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე

მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცთა შეჯიბრებები (The World’s Strongest Man) საქართველოში ნაკლებად პოპულარულია, სპორტის ამ შედარებით ახალი და სანახაობრივი სახეობის ყველაზე დიდ და მასშტაბურ ტურნირებში უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია, მეტსახელით 'ქართველი ხარი' მონაწილეობს და მუდამ ფავორიტთა შორისაც არის.

მის შესახებ ქართულ მედიაში ბევრი არ იწერება, გოლიათს სახეზე ცოტა ვინმე თუ ცნობს. მეტსახელი მას ზურგზე ტრაპეციის ფორმის კუნთების გამო შეარქვეს და როგორც თავად ამბობს, ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტების დროს, თავისი პოპულარობის მასშტაბებიდან გამომდინარე, თავი ხშირად ფეხბურთელიც ჰგონია!

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები