Thumbnail

ინტერი მხოლოდ მილანის? ნერაძური ბექჰემის კლუბს სახელის გამო ედავება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის ინტერმა გადაწყვიტა, MLS-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი
  • ნერაძურიში არ მოსწონთ, რომ მაიამის საფეხბურთო კლუბის სახელწოდებაც ინტერია 
  • დევიდ ბექჰემის კლუბის დებიუტი MLS-ში 2020 წლის სეზონში იგეგმება

მილანის ინტერმა გადაწყვიტა, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი MLS-ის წინააღმდეგ, მაიამის საფეხბურთო კლუბთან დაკავშირებით, რომელსაც ანალოგიური სახელწოდება აქვს და მისი თანამფლობელი ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია.

დევიდ ბექჰემის კლუბის დებუტი MLS-ში 2020 წლის სეზონში იგეგმება

ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს. ნერაძურის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ინტერი მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და შესაბამისად, დაუშვებელია მომავალში ასე სხვა გუნდებიც იწოდებოდნენ.

სავაჭრო ნიშნების სააპელაციო საბჭო ორივე მხარის პოზიციას გაეცნობა, რის შემდეგაც გადაწყვეტს: დაურეგისტრიროს ბრენდი მილანურ კლუბს და გახადოს ის ერთი კლუბისთვის ექსკლუზიური, თუ გაიზიაროს MLS-ის პოზიცია, რომელიც მილანელებს არ ეთანხმება. ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში მიიჩნევენ, რომ ინტერი - ეს სიტყვა International-ის (ინგ. საერთაშორისო) შემოკლებული ვარიანტია და შესაბამისად, ასეთი სახელწოდება არ შეიძლება ექსკლუზიური იყოს.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში ამ სახელწოდების არაერთი კლუბი არსებობს. მაგალითად, ფინეთში ინტერ ტურკუ გამოდის, ხორვატიაში - ინტერ ზაპრეშიჩი. 

კომენტარები

ბოლო ამბები