Thumbnail

ანტალიის გრან პრი | 10 ცვლილება საქართველოს ნაკრებში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 5-7 აპრილს ანტალიის გრან პრი გაიმართება ძიუდოში
  • ტურნირში 19 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას

5-7 აპრილს ანტალიის გრან პრი გაიმართება ძიუდოში. ტურნირში საქართველოს ნაკრები 19 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას და მათ შორის 6 ქალია. საქართველოს ნაკრები ანტალიაში რამდენიმე წამყვანი ძიუდოისტის გარეშე ჩავა, მათ შორის არიან ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

საქართველოს ნაკრების საანტალიო შემადგენლობა 25 მარტს გამოქვეყნდა, თუმცა მას შემდეგ გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. პირველი ვერსიით, თურქეთში უნდა  წასულიყვნენ ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური, ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე, მაგრამ მათი ადგილები სხვა ძიუდოისტებმა დაიკავეს. ქვემოთ, სწორედ განახლებულ შემადგენლობას გაეცნობით…

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე

-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, ვანო მახათაძე

-73კგ - გიუნაშვილი ლაშა, შავდათუაშვილი ბექა

-81კგ - ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი

-90კგ - გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი

-100კგ - ზაურ კენჭაძე

+100კგ - ლევან მატიაშვილი, გიორგი ქავთარაძე

-48კგ - ნატალია ყიფშიძე

-52კგ - მარიამ ჯანაშვილი, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი

-70კგ - მარიამ ჭანტურია

+78კგ - სოფიო სომხიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები