Thumbnail

ტრანსფერები | რაბიომ რეალი გადაწყვიტა? ზიდანს ფრანგი მადრიდში მიჰყავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ადრიენ რაბიო პარი სენ-ჟერმენს ზაფხულში დატოვებს
  • როგორც ჩანს, ნახევარმცველმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო
  • ესპანური მედიის ინფორმაციით, რაბიო რეალში მიდის

დიდი ხანია, ცნობილია, რომ ადრიენ რაბიოს პარი სენ-ჟერმენში მომავალი აღარ აქვს. მას პარიზულ გრანდთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კი არ აპირებს, რის გამოც 24 წლის ნახევარმცველს პსჟ-ში აღარ ათამაშებენ.

ადრიენ რაბიო

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის გადაბირება ევროპის ბევრმა ტოპ-კლუბმა მოისურვა - მათ შორის იუვენტუსმა, ბარსელონამ, რეალმა, არსენალმა, ლივერპულმა და ბაიერნმა. ესპანური El Chiringuito იტყობინება, რომ რაბიომ გადაწყვეტილება მადრიდული გრანდის სასარგებლოდ მიიღო.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, რაბიოს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია ‘სამეფო კლუბში’ დაბრუნებულმა ზინედინ ზიდანმა, რომელსაც ის ძალიან მოსწონს. ზიზუს რაბიო ლუკა მოდრიჩის ღირსეულ შემცვლელად მიაჩნია, რომელიც უკვე 33 წლისაა.

ადრიენ რაბიო პსჟ-ს განაცხადიდან 2018 წლის დეკემბერში მოკვეთეს. ეს მას მერე მოხდა, რაც ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ ფრანგულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები