Thumbnail

საქართველოს გრეპლინგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 5-6 აპრილს გაიმართება
  • საქართველოს ნაკრები ტურნირზე 9 სპორტსმენით იასპარეზებს

საქართველოს გრეპლინგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. კონტინენტის პირველობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 5-6 აპრილს გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, 8-14 აპრილს ევროპირველობაზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. 

საქართველოს გრეპლინგის ნაკრების შემადგენლობა:

61 კგ - ბიძინა გავაშელიშვილი

66 კგ - გივი ბორაშვილი 

71 კგ - ხვიჩა ქორიძე, ზურაბ ფირცხელიანი 

77 კგ - შმაგი დადუნაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, 

84 კგ - ონისე ხურციძე 

92 კგ - რამაზ კვეტენაძე 

100 კგ - ისააკ უბილავა

დელეგაციის ხელმძღვანელი და მთავარი მწვრთნელი კობა ტყეშელაშვილია. გრეპლინგი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების წევრია და შეჯიბრებებიც სწორედ UWW-ს ეგიდით იმართება.

ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები