Thumbnail

Zelda - ყველაფერი რაც ლეგენდარული თამაშის სიქუელის შესახებ უნდა იცოდეთ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ლეგენდარული Zelda-ს ახალი ინსტალაცია სავარაუდოდ წელს გამოვა
  • თამაშს წინა ვერსიაზე უკეთესი გრაფიკა ექნება
  • დეველოპერები ბევრ სიახლეს გვპირდებიან

Zelda: Breath of The Wild-ის სიქველი უკვე განვითარების ეტაპზეა, შესაბამისად, ამ ფრანჩაიზის მოყვარულები, Link-თან ერთად ახალ თავგადასავალში მალე გადაეშვებიან. ჩვენ ვეცადეთ მოგვეგროვებინა ის ინფორმაცია, რომელიც თამაშის შესახებ უკვე გავრცელდა - გამოქვეყნების თარიღი, გრაფიკა, ცვლილებები გეიმფლეიში და სხვა.

თამაშის გრაფიკული ძრავი არ იცვლება

თამაში ნამდვილად გამოდის?

დიახ, თამაში გამოდის და ეს Nintendo-ს პროდუსერმა ეიჯი აონუმამაც დაასტურა. თამაშის რეჟისორმა ჰიდემარო ფიჯბაიაშიმ კი IGN-თან საუბრისას განაცხადა - 'ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, თუ რა ფორმა ექნება თამაშს, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი იდეა გვაქვს. ახლა ძირითადად თამაშზე და პირველ ექსპანსიაზე ვმუშაობთ და პარალელურად ახალი იდეებიც მოგვდის. მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულები ვართ და გპირდებით, რომ ბევრი სიახლე იქნება.'

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?

იმავე IGN-თან საუბრისას აონუმამ მკაცრად განაცხადა, რომ Link-ის თამაშებთან კომპანიას მიდგომა უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

'მე არ შემიძლია იმის შესახებ საუბარი, თუ როგორ მოექცევიან სხვა კომპანიები საკუთარ თამაშებს. მაგრამ ჩემთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც Zelda-ს სამყაროზე ვსაუბრობთ, ერთი რამ ნათელია - ის საოცარი თავისუფლება, რომელსაც თამაში გვთავაზობს შეუფასებელია. სწორედ ამ ხარისხის თავისუფლება უნდა შევინარჩუნოთ მომდევნო თამაშებშიც. ჩვენ აქცენტს ამაზე გავაკეთებთ. კიდევ ერთი რამ არის აუცილებელი - მოთამაშემ მუდმივად უნდა იცოდეს რა გამოწვევა დგას მის წინაშე. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თითოეული გამოწვევა რთული, მაგრამ გადალახვადია.'

ვიზუალურად ახალი თამაში უფრო დახვეწილი და დეტალური იქნება

ველოდოთ ახალ Zeldas 2019-ში?

Zelda-ს ფრანჩაიზის ვიდეო თამაში 1998 წლიდან ყოველ ორ წელში ერთხელ გამოდის. რადგან Breath of Wild 2017-ში გამოვიდა, თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ ინსტალაციას 2019-ში ვიხილავთ.

იქნება ახალი თამაში Open World?

აუცილებლად. Nintendo-ს მენეჯმენტმა და კონკრეტულად თამაშზე მომუშავე გუნდმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ წინა ვერსიის წარმატების გათვალისწინებით, 'ღია სამყაროს' პრინციპს არ დაარღვევდნენ. 

ჰაირულის რუკა დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც Breath of Wild-ში იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. ახალ თამაშში მოვლენები სავარაუდოდ Breath of Wild-ში დასრულებული ისტორიის შემდეგ განვითარდება.

ახალ თამაშში ცხენების და სხვა ცხოველების მოთვინიერებას შეძლებთ

ფასი

დეველოპერები თამაშში უკვე არსებული რესურსიდან საკმაოდ ბევრ რამეს გამოიყენებენ - იგივე ძრავი, იგივე სამყარო და ა.შ., თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Zelda ხარისხის სინონიმია და თამაშებსაც ყოველთვის მაღალი ფასი აქვს.

ისეთივე გრაფიკა ექნება, როგორიც წინა ვერსიას?

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიქველის გრაფიკაც მულტიპლიკაციურ სტილში იქნება, უბრალოდ უფრო დახვეწილი და დეტალური. ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ის, რომ დეველოპერები თამაშის წინა ვერსიას Wii U-ს გათვალისწინებით ქმნიდნენ, რაც მის ვიზუალურ მხარეს ზღუდავდა. ამჯერად, თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ Zelda-ს Wii U ვერსია აღარ ექნება.

ბაზების გაკეთება და ნივთების მოძებნა კვლავ თამაშის ძირეული ნაწილი იქნება

რა მოუვა Breath of Wilds?

ამ ეტაპზე თამაშის ორი ექსპანსია გამოვიდა - Master Trials და Champions' Ballad. 'ჰაირულის სამყარო, რომელშიც Zelda-ს ლეგენდები შევქმენით, ძალიან დიდი და მრავალფეროვანია, შესაბამისად გვინდა, რომ მოთამაშეებს მეტი სიახლე შევთავაზოთ. ახალი ექსპანსიის შედეგად ფანები კიდევ უფრო მეტს ითამაშებენ, გამოიკვლევენ და გაერთობიან', - განაცხადა აონუმამ.

თამაშს ახალი დავალებები და განახლებები მომავალში აღარ დაემატება და ეს თავად აონუმამაც დაადასტურა, რადგან კომპანიის რესურსები ახალი თამაშისკენაა მიმართული.

Link's Awakening-ის განახლება Switch-ისთვის!

უკომენტაროდ - იხილეთ ტრეილერი.

კომენტარები

ბოლო ამბები