Thumbnail

გერმანიის თასი | ჰამბურგი და ლაიპციგი ნახევარფინალში გავიდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პადერბორნი 0:2 ჰამბურგი
  • აუგსბურგი 1:2 ლაიპციგი

გერმანიის თასზე 2 ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. პადერბორნმა საკუთარ მოედანზე ჰამბურგს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ინგლისიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მიქელ ლასოგამ 54-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა და სტუმრები დააწინაურა. ზუსტად 14 წუთში ლასოგამ დუბლი გაიფორმა და ჰამბურგი გერმანიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალი, რომელიც 120 წუთს გაგრძელდა. აუგსბურგი საკუთარ მოედანზე ლაიპცგითან დამარცხდა. მატჩის პირველი გოლი 74-ე წუთზე გავიდა, როდესაც ტიმო ვერნერმა აუგსბურგის მცველს აჯობა და ამადუ აიდარას გადაცემით ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრეს, რიხტერის გადაცემით ალფრედ ფინბოგასონმა ისარგებლა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, რომლის 120-ე წუთზეც მასპინძლების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად მარსელ ჰალსტენბერგმა შეასრულა და ლაიპციგი თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

დღეს კიდევ ორი ნახევარფინალი გაიმართება. ბაიერნი ჰაიდენჰაიმს უმასპინძლებს, ვერდერი შალკეს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები