Thumbnail

ეროვნული ლიგა | თბილისური დერბი ვიტ ჯორჯიამ მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 3 აპრილს მე-6 ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება
  • სამტრედიაში ქუთაისის ტორპედო თბილისის დინამოს მიიღებს

ეროვნული ლიგის მე-6 ტური ორი მატჩით გაიხსნა. ბათუმში დინამომ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა, თბილისურ დერბიში კი ლოკომოტივი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 

ბათუმური მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა, გუნდებმა კი ქულები გაიყვეს. რაც შეეხება თბილისურ დერბის, გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართულ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ 1:0 იმარჯვა, ერთადერთი გოლი კი 58-ე წუთზე კახაბერ კაკაშვილმა გაიტანა.

ტური 3 აპრილს სამი მატჩით გაგრძელდება და დასრულდება კიდეც. ტურის ცენტრალური შეხვედრა სამტრედიაში შედგება, სადაც ქუთაისის ტორპედო თბილისის დინამოს უმასპინძლებს. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ქართული კლასიკოც ამიტომ გაიმართება ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე.

FC Locomotive Tbilisi 0:1 FC WIT Georgia

FC Locomotive Tbilisi 0:1 FC WIT Georgia

Posted by FC WIT Georgia on სამშაბათი, 02 აპრილი, 2019

დინამო ბთ. 0:0 ჩიხურა

ლოკომოტივი 0:1 ვიტ ჯორჯია

გოლი: 0:1 კაკაშვილი (58)

ფოტო: თბილისის ლოკომოტივის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები