Thumbnail

'კონორს UFC-ში წილი უნდა, არსად წასულა' - ამბობს დანა უაითი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'კონორი არსად წასულა'
  • დანა უაითმა მაკგრეგორის განცხადებაზე ისაუბრა

გასულ კვირას კონორ მაკგრეგორმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ MMA-დან მიდის. ამ განცხადებას UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი გამოეხმაურა.

"არსად წასულა, მას სხვა რაღაცეები ადარდებს..." - განაცხადა უაითმა ტელევიზიაში სტუმრობისას. "მე მგონია, რომ კონორს ჩემი ნახვა უნდა, პირადად, ერთი-ერთზე და ამის შესაძლებლობა ექნება უახლოეს რამდენიმე დღეში."

"UFC-ში წილი უნდა და ბოლო ხანებია მარტო ამაზე ფიქრობს, მაგრამ მგონია, რომ სხვა რამითაც გავახარებთ მას. მის სახელს ჩემთვის მომავალშ ორი საუკეთესო ბრძოლა უკავშირდება..." - ამბობდა უაითი.

"პირველი - ფლოიდ მეივეზერი ერთვება UFC-ში და ჩხუბობს კონორის წინააღმდეგ და მეორე - ხაბიბთან რემატჩი... აი ამ ორ ბრძოლას ვნახავდი დიდი სიამოვნებით."

კომენტარები

ბოლო ამბები