Thumbnail

ხუთიდან ოთხი გამარჯვება - U15-მა ევროსაგზური მოიპოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 15 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
  • 5-დან 4 გამარჯვება შესარჩევ ციკლში
  • ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატი პირველად ტარდება

ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ინიციატივით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 21-28 ივლისს პირველად გაიმართება ევროპის ჩემპიონატი 15-წლამდელ წყალბურთელთა შორის. იქ თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა თბილისში გამართულ შესარჩევ ტურნირში მოიპოვა. 

D ჯგუფის ტურნირს თბილისის საწყლოსნო კომპლექსმა "ოლიმპიკმა" უმასპინძლა. მონაწილეობდნენ: საქართველო, ბულგარეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, ლიეტუვა და აზერბაიჯანი. ამ 6 ნაკრებიდან ბულგარელებს საგზური (როგორც მასპინძლებს) განაღდებული ჰქონდათ. 

გელა ტუკვაძის ნაკრებმა 5-დან 4 მატჩი მოიგო, მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ სერბეთის, საქართველოს, სლოვაკეთისა და ბულგარეთის ნაკრებები. 

საქართველოს ნაკრებმა სერბეთის გარდა ყველა მეტოქე დაამარცხა

საქართველო 18:4 ბულგარეთი  

4:1, 7:3, 2:0, 5:0

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი (2), ს. ტყეშელაშვილი (2), ახვლედიანი (კ, 5),  ვასაძე (1), გორგოძე, კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (5), ცქიტიშვილი (1), ნ. ტყეშელაშვილი. 

საქართველო 13:5 ლიეტუვა  

4:1, 5:2, 3:1, 1:1

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (2), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი, ს. ტყეშელაშვილი (3), ახვლედიანი (კ, 4),  ვასაძე (1), გორგოძე, კირიაკიდი (2), ჩიქოვანი (1), ცქიტიშვილი, ნ. ტყეშელაშვილი.

საქართველო 31:2 აზერბაიჯანი  

7:1, 7:0, 8:0, 9:1

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), გოცირიძე (1), ბაგაშვილი, რაზმაძე (4), ს. ტყეშელაშვილი (1), ახვლედიანი (კ, 1),  ვასაძე (6), მიქაუტაძე (7), კირიაკიდი (4), ჩიქოვანი (1), ცქიტიშვილი (5), ნ. ტყეშელაშვილი.

საქართველო 11:7 სლოვაკეთი 

0:3, 5:2, 2:1, 4:1

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი (1), ს. ტყეშელაშვილი, ახვლედიანი (კ, 4),  ვასაძე, გორგოძე (1), კირიაკიდი (3), ჩიქოვანი (1), მიქაუტაძე, ნ. ტყეშელაშვილი.

საქართველო 6:13 სერბეთი 

2:3, 1:2, 1:2, 2:6

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი, გოცირიძე, ბაგაშვილი, გელაშვილი, ს. ტყეშელაშვილი (1), ახვლედიანი (კ, 2),  ვასაძე, გორგოძე (1), კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (1), მიქაუტაძე, ნ. ტყეშელაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები