Thumbnail
  • სერხიო აგუერო ფულემთან მატჩშისას დაშავდა
  • არგენტინელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია

მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ სერხიო აგუერო ტრამვირებულია. 30 წლის ფეხბურთელმა დაზიანება შაბათს ფულემთან დაპირისპირებისას მიიღო, რომელიც სიტიმ 2:0 მოიგო. ქალაქელთა ბომბარდირი ოთხშაბათს კარდიფთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

“მან ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა, ხვალ კი ვერ ითამაშებს”- განაცხადა გვარდიოლამ. ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ როდის მოახერხებს დაბრუნებას ქალაქელთა “ათიანი”. “ვიმედოვნებთ შაბათს ან სამშაბათს დაბრუნდება, რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდებით”- თქვა პეპმა

აგუერომ ფულემთან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა მან საგოლე გადაცემას გოლი დაუმატა და  პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეტოქე გუნდის კარი მე-19-ედ აიღო. იგი ამ შედეგით ბომბარდირთა სიის უპირობო ლიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები