Thumbnail
  • 📅 3 აპრილი | ⌚ 23:30 | ⚽ ვალენსია V რეალი
  • დანი პარეხო და კომპანია ფორმაშია
  • ზიდანის ხელში გამოცოცხლებული ისკო

სამშაბათ-ხუთშაბათს ესპანეთის ლა ლიგაში 30-ე ტურის მატჩები გაიმართება. ტურს ატლეტიკო იწყებს მისთვის უხერხულ მეტოქე ჟირონასთან მატჩით. ლიდერი ბარსელონაც სამშაბათს თამაშობს - აუტსაიდერ ვილიარეალს ესტუმრება. ტურის ცენტრალური მატჩი კი "მესტალიაზე" ოთხშაბათს გაიმართება... 

ვალენსიური სასწაული

მარსელინოს ვალენსია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და გაცილებით მოტივირებულია, ვიდრე მისი მეტოქე რეალი. ეს ფრაზა 2-3 თვის წინათ, ნონსენსი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, "ღამურებმა" მდგომარეობა კარდინალურად გამოასწორეს. ეს ცხადი მას შემდეგ უფრო გახდა, რაც
ვალენსიამ "სანჩეს პისხუანზე" მოიგო უშუალო კონკურენტ სევილიასთან. 

ახლა მე-6 ადგილზე მყოფ მარსელინოს გუნდს მეოთხემდე, რომელიც ხეტაფეს უჭირავს, 3 ქულაღა აკლია. 

ზიდანის პირველი გასვლა

რაც რეალში დაბრუნდა, ზინედინ ზიდანი პირველ მატჩს ატარებს სტუმრად. შეიძლება ითქვას, რომ ეს ზიდანის პირველი სერიოზული გამოცდაა, თუმცა "ზიზუს" არც წინა ორ მატჩში გაუიოლდა მიზნის მიღწევა. მარსელინოს გუნდი "მესტალიაზე" უკვე 5 ტურია, რაც გოლსაც კი არ უშვებს. 

ამ გუნდებს შორის I წრის მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0. ჯერ მარჯვენა მცველად მოთამაშე დანიელ ვასმა საკუთარ კარში გაიტანა, შემდეგ კი ლუკას ვასკესმა იხეირა. სხვათა შორის, ამ სეზონში ეს ვალნესიას 4-დან ერთ-ერთი მარცხი იყო. მარსელინოს გუნდი იშვიათად აგებს, საკმარისია ითქვას, რომ "სამეფო კლუბს", რომელიც მას 14 ქულით უსწრებს, ორჯერ მეტი მარცხი აქვს!

მარსელინოს საკადრო პრობლემები

სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩის  წინ მარსელინოს საკადრო პრობლემები აქვს - კრისტიანო პიჩინი ტრავმირებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ღამურებს" დაცვის მარჯვენა ფლანგზე კვლავ ნახევარმცველი დანიელ ვასის დახევა მოუწევთ. პირველ წრეში ამ ექსპერიმენტმა რეალთან არ გაამართლა. 

ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე კონკურენციაა ფერან ტორესს უკვე პრეტენზია აქვს, რომ სასტარტოში მოიაზრებოდეს. ასე რომ, კარლოს სოლერს სასტარტოში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს. საპირისფირო ფლანგზე გონსალო გედეშის კონკურენტი რუსი დენის ჩერიშევია, შეტევაში კი კევინ გამეიროს კონკურენტი სანტი მინაა, ერთ-ერთი მათგანი როდრიგოსთან შემტევ ტანდემს შექმნის. 

გარეთ ბეილი ვალენსიას წინააღმდეგ

ვალენსიას პიჩინის გარდა ტრავმების გამო ფრანსუა კოკლენი, რუბენ სობრინო და ხაუმე დომენეკი აკლია.

ვალენსიას ლიდერი მისი კაპიტანი დანი პარეხოა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია - დანი ლა ლიგამ მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტად დაასახელა ლიონელ მესის და ალვარო მორატასთან ერთად. 

ტრიოს დაბრუნება, ისკოს შანსი

ზიდანს არ ეყოლება ნაჩო, რომელიც დისკვალიფიცირებულია, თუმცა ცენტრში ვარანისა და რამოსის დუეტი დადგება. დანიელ კარვახალი ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ასე რომ, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ისევ ალვარო ოდრიოზოლას ვიხილავთ, რომელმაც უესკასთან კარგად ითამაშა. 

ზიდანმა კროოსი და მოდრიჩი უესკასთან დაასვენა, ისევე, როგორც მეკარე ნავასი - ეს ტრიო აუცილებლად დაბრუნდება. ზიდანს ტრავმის გამო, ვინისიუს ჟუნიორი აკლია, საეჭვოა ტიბო კურტუასა და მარკოს ლორენტეს თამაშიც. 

რეალს მოდრიჩი და კროოსი უბრუნდებიან

ცალკე სათქმელია ისკოზე - სანტიაგო სოლარისგან მივიწყებული ფეხბურთელი, ისევ გამოცოცხლდა. ზიდანის ხელმძღვანელობით, ორ მატჩში ისკომ 2 გოლი გაიტანა. ასე რომ, მას აქვს შანსი, მოხვდეს სასტარტო 11-ეულში. 

ზიდანმა ვალენსიაში არ წაიყვანა ფედე ვალვერდე და ბრაიმ დიასი. 

ვარანის გარეშე რეალი არ მინდა

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრს ვსაუბრობთ მომავალი სეზონისთვის დასაგეგმ ცვლილებებზე, თუმცა ახლა ჩემპიონატი გრძელდება და რეალის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ისინი იმსახურებენ პატივისცემას. ახლა იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ დატოვებს გუნდს ცუდი საქციელი იქნებოდა. ცვლილებები იქნება, თუმცა ყველაფერი თავის დროს. 

ზიდანს ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი სერიოზული გამოცდა ელის

ვარანი წავა? მე არ მინდა რეალი ვარანის გარეშე, ის მერვე წელია, რაც აქ არის და კარგად თამაშობს. პრესაში ათასი რამ იწერება, ყველაფერი მართალი არ არის. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ვალენსიამ და რეალმა ბოლო 13 მატჩიდან "მესტალიაზე" 12-ში 2.5 გოლზე მეტი გოლი გაიტანეს. 

⚽ რეალი ბოლო სამი ტურია, ტაიმს ფრედ ასრულებს და იგებს თამაშს.

⚽ რეალმა ლა ლიგის ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო.

⚽ ვალენსიამ ბოლო ხუთ საშინაო ტურში გოლი არ გაუშვა. 

⚽ ვალენსიასა და რეალის ბოლო 21 დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრება) "სამეფო კლუბმა" 19-ში დაუმარცხებელია. 

⚽ რეალმა ლა ლიგაში სტუმრად ბოლო 6 შეხვედრაში სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

⚽ ვალენსიას ბოლო 4 საშინაო მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ რეალმა ვალენსიასთან ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, კონდოგბია, პარეხო, გედეში - გამეირო, როდრიგო

რეალი (4-3-3): კეილორ ნავასი - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო 

კომენტარები

ბოლო ამბები