Thumbnail
  • ბარსელონა მზადაა, ფილიპე კოუტინიო ზაფხულში გაუშვას
  • ბრაზილიელს პრემირლიგაში დაბრუნება სურს

ფილიპე კოუტინიო ბარსელონას ლივერპულიდან 2018 წლის იანვრში შეუერთდა. კატალონიაში ბრაზილიელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა წელიწადზე მეტის გასვლის შემდეგაც, ნახევარმცველი ისეთ ფორმაში ვერაა, როგორშიც უნდა იყოს. მან ლა ლიგის წლევანდელი სეზონის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ამ შედეგის გათვალისწინებით, ბარსელონა მზადაა, 26 წლის ფეხბურთელს ზაფხულშივე შეელიოს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, კოუტინიოთი მანჩესტერ იუნაიტედი, ლონდონის ჩელსი და პარის სენ-ჟერმენი ინტერესდებიან. სახელდება თანხაც, რომლის გადახდაც მოუწევთ კლუბებს ახალგაზრდა ბრაზილიელის დამატების შემთხვევაში - 135 მილიონი ევრო. გავრცელებული ინფორმაციით, თავად კოუტინიოს პრემიერლიგაში დაბრუნება სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები