Thumbnail

დაბრუნება დიდ 10-ში - ყოჩები უმაღლესში, იუნკერები პლეი ოფში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაგრატი 0:96 ყოჩები
  • არწივები 10:36 იუნკერები

საქართველოს რაგბის პირველ ლიგაში სეზონი დასრულდა. ჩემპიონობა ყოჩებმა იზეიმეს, რომელთაც 14-დან 13 მატჩის მოგება მოახერხეს, 63 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და უახლოეს მდევარს, იუნკერებს 3 ქულით გაუსწრეს. ყოჩებმა ბოლო ტურში ბაგრატს სტუმრად 96:0 მოუგეს, ხოლო იუნკერებმა ასევე სტუმრად, ოზურგეთში არწივებს 36:10 სძლიეს.

ყოჩები უმაღლეს ლიგაში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ. იუნკერებს დიდი 10-ის საგზურის მოსაპოვებლად ორმატჩიანი პლეი ოფის თამაში მოუწევთ. მათი სავარაუდო მეტოქე აკადემია, არმია ან პატარძეულის ვეფხვები იქნება.

📸მთავარი ფოტო | დიდი 10/DIDI 10 

ორ წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს უძველესი რაგბის კლუბი - ყოჩები დიდი 10 • Didi 10-ს დაუბრუნდა 🔝🏉 პირველი ლიგის...

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on ორშაბათი, 01 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები