Thumbnail

როგორ მოვხვდეთ ოლიმპიადაზე? საქართველოს 7-კაცა ნაკრების შანსი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 7-კაცა რაგბიში 12 ნაკრები იასპარეზებს
  • ერთი ადგილი იაპონიისაა, დანარჩენი 11-ისთვის კი ბრძოლა იწყება
  • მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ შესარჩევი მატჩების თარიღები დაადგინა.

საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა სეზონი ზიმბაბვეში საერთაშორისო ტურნირის მოგებით დაიწყო. 2019 წელი 7-კაცა ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგანაც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის შესარჩევი ტურნირები გაიმართება.

ოლიმპიადაზე 12 ნაკრები მონაწილეობს, თუმცა ამ 12 ადგილს ერთი ადგილი უნდა გამოვაკლოთ, რადგან მასპინძელი იაპონია ტურნირში კვალიფიკაციის გარეშე ჩაებმება.

რჩება 11 ადგილი, რომლებიც ასე გადანაწილდება: თითო ადგილი აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას, აფრიკას, ოკეანეთს - ამ მოცემულობით კიდევ 5 ადგილი დარჩება გასათამაშებელი. 4 ადგილი მსოფლიო რაგბის სერიის საუკეთესო შედეგების მქონე 4 ნაკრებს გადაეცემა, რის შემდეგაც ბოლო რეპეშაჟის ტურნირზე ექვსივე კონტინენტის შესარჩევში მეორე და მესამე ადგილზე გასული ნაკრებები ბოლო ადგილის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ. რიოს ოლიმპიადის წინ ამ ტურნირის მოგება ესპანეთმა მოახერხა და ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2019 წლის ივნისიდან, ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ევროპის კონტინენტის შესარჩევი მატჩები 13-14 ივლისს საფრანგეთის ქალაქ კოლომიეში ჩატარდება, რის შემდეგაც გამარჯვებული ოლიმპიადაზე პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასული ნაკრებები რეპეშაჟში გააგრძელებენ ბრძოლას.

თუ საქართველოს ოლიმპიადაზე მოხვედრა სურს, კოლომიეში ტურნირი უნდა მოიგოს ან მეორე-მესამე ადგილზე მაინც უნდა გავიდეს, რათა რეპეშაჟის ტურნირიდან შეძლოს ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელება.

კომენტარები

ბოლო ამბები