Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული სეზონი დასკვნით სტადიაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს

თბილისის სპორტის სასახლეში  ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური დაიწყო. 1-4 აპრილს უმაღლესი ლიგის რვა გუნდი 4-4 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც რეგულარული სეზონი დასრულდება, ხოლო 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს. 

დღის პირველ მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა და ლიდერმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა სარეკორდო ანგარიშით, 61-36 დაამარცხა გორის გუნდი და თუ ხვალ პეგასს მოუგებს,  რეგულარულს  პირველ ადგილზე ვადაზე ადრე დაასრულებს.ძალიან დაძაბული იყო თელავის იმედისა და წყალტუბოს პრომეთეს დაპირისპირება, რომელშიც თელავმა ერთი ბურთის სხვაობით, 25-24 გაიმარჯვა. ქუთაისი - სპორტუნი 46-38, პეგასი - სამტრედია კი 38-22 დასრულდა.

სატურნირო ცხრილს 34 ქულით ბათუმი ლიდერობს, 30 ქულით მეორე ადგილზე პეგასია, 28 ქულით მესამე ადგილს ქუთაისი იკავებს, ხოლო საუკეთესო ოთხეულს 24 ქულით იმედი ასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები