Thumbnail

ვარანს რეალის დატოვება სურს - მედია 3 სავარაუდო შემცვლელს ასახელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • AS-ის ინფორმაციით, რაფაელ ვარანი რეალზე გაბრაზებულია
  • ფრანგ მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვება სურს

ესპანური გამოცემის, AS-ის ინფორმაციით, ფრანგ მცველს რაფელ ვარანს სამეფო კლუბის დატოვება სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარანმა რეალი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს, რადგანაც მისი აზრით, მიუხედავად რუსეთში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობისა, მას რეალში სათანადოდ არ აფასებენ.

გარდა ამისა, არსებობს მეორე ფაქტორიც, რის გამოც ვარანის რეალიდან წასვლას ვარაუდობენ. სამეფო გუნდმა პორტოდან ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო დაიმატა, რომელიც მადრიდელებს ზაფხულში შეურთდებათ. ესპანური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად ზიდანის კლუბში დაბრუნებისა, ვარანს აზრი არ შეუცვლია. ფრანგი რეალში სწორედ ზიდანის რეკომენდაციით მიიყვანეს.

მედიაში უკვე საუბრობენ რეალში ვარანის შემცვლელზე - აქტიურად კი სამ ვარიანტს განიხილავენ: ხოსე მარია ხიმენესს ატლეტიკოდან, კალიდუ კულიბალს ნაპოლიდან და მილან შკრინიარს ინტერიდან.

აღსანიშნავია, რომ ვარანს რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი შეძენით ორი გრანდი, იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი არიან დაინტერესებულნი.

კომენტარები

ბოლო ამბები