Thumbnail

'ის ალბათ ძალიან ამაყობს' - არგენტინელმა ფანმა ჩემპიონობა თავის ქალით იზეიმა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რასინგმა არგენტინის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
  • ჩემპიონობის ყველაზე უცნაური ზეიმი 

არგენტინის 26-გუნდიანი ჩემპიონატი რასინგმა ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიგო და ბუენოს აირესის ქუჩებში ამ კლუბის ფანები გამოვიდნენ საზეიმოდ. 

ერთ-ერთი ფანი, გაბრიელ არანდა, სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა, ის სხვებთან ერთად საყვარელი გუნდის გაჩემპიონებას... თავის ქალით ზეიმობდა. 

როგორც არანდამ ჟურნალისტებს უთხრა, ეს მისი პაპის თავის ქალაა, რომელიც სპეციალურად ამოთხარა, რადგან მისი ბაბუა რასინგის თავგადაკლული ფანი იყო. ეს ყველაფერი არანდამ თავად განუცხადა TNT Sport-ს და რამდენად სიმართლეა, თავს ვერ დავდებთ. "ის იამაყებდა ჩემი საქციელით", - განაცხადა არანდამ. 

შეგახსენებთ, რომ კვირას რასინგი სტუმრად 1:1 დაუზავდა ტიგრეს და უახლოეს მდევარ დეფენსა ი ხუსტიციას 4 ქულით უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები