Thumbnail
  • 4 ქართველი TOP 10-ში
  • შარშანდელთან შედარებით წარუმატებელი გრან პრი
  • ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების პროგრესი 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) თბილისის გრან პრის დასრულების შემდეგ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. ვნახოთ, რა ცვლილებები შეეხო ქართველ სპორტსმენებს ლისტში. 

შარშანდელის აჩრდილი

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან პრიზე მასპინძლებმა სულ 10 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო (ლუხუმ ჩხვიმიანი, ლევან მატიაშვილი), 2 ვერცხლი (გიორგი თუთაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი) და 6 ბრინჯაო (ჯაბა პაპინაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ვალერი იაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ონისე ბუღაძე).  

ეს შედეგი ახლოსაც ვერ მოვა შარშანდელ მიღწევასთან, როცა თბილისის გრან პრიზე ვაჟთა 7 კატეგორიიდან ჩემპიონი ხუთში გვყავდა! 60 კილო წონით კატეგორიაში კი პოდიუმზე ოთხივე ქართველი ძიუდოისტი ავიდა. 

კაპიტანი ისევ პირველია

საერთო ჩათვლაში მსოფლიოს ნომერ პირველი ძიუდოისტი კვლავ ვარლამ ლიპარტელიანია, მიუხედავად იმისა, რომ მას თბილისის გრან პრიზე მონაწილეობა არ მიუღია. საქართველოს ნაკრების კაპიტანს 7477 ქულა აქვს. 

ტოპ-ათეულში საქართველოს 4 წარმომადგენელია - გურამ თუშიშვილი 6907 ქულით მესამე ადგილზეა. მათ შორის კი 7042 ქულით ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილია. კიდევ ერთი ქართველი, რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძე 6907 ქულით მეოთხეა. მოკლედ, მოწინავე კვარტეტში ოთხივე ჯუდოკა ქართველია, რომელთაგანაც ორი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს

TOP 10

1. 7 477 ქ. - ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) 

2. 7 042 - ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი)

3. 6 907 - გურამ თუშიშვილი (საქართველო)

4. 6 446 - რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

5. 6 010 - რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

6. 6 008 - სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

7. 5 690 - ჯოშირო მარუიამა (იაპონია)

8. 5 680 - ჩანგრიმ ანი (კორეა)

9. 5 656 - ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

10. 5 643 - ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

რეიტინგის საინტერესო ფაქტები

60 კგ

🥋 ტურნირის მოგებამ ლუხუმ ჩხვიმიანი წინ ვერ წაწია, რადგან თბილისის გრან პრი შარშანაც მოიგო - ლუხუმი 3 258 ქულუთ წონაში მე-10 ადგილზეა.

🥋 ამირან პაპინაშვილი მესამე პოზიციაზე დარჩა 5643 ქულით, პირველი კი რობერტ მშვიდობაძეა.

🥋 ბრინჯაოს მედალოსანი ჯაბა პაპინაშვილი 28-ე პოზიციაზე გადავიდა, მან წინ 9 საფეხურით წაიწია. 

66 კგ

🥋 შარშანდელ ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილს წლეულს არ უჭიდავია და მან პირველი ადგილი ჯოშირო მარუიამას დაუთმო, ქართველი 5 586 ქულით წონაში მე-2 ადგილზეა. 

🥋 ბრინჯაო მოიპოვა ბაგრატ ნინიაშვილმა, ის რეიტინგში ახლა 24-ე პოზიციაზეა (+5 ადგილი).

🥋 გიორგი თუთაშვილი რეიტინგში პირველად მოხვდა - მან ვერცხლისთვის 490 ქულა მიიღო. დებიუტანტი 92-ე ადგილზეა

გიორგი თუთაშვილი რეიტინგის დებიუტანტია

73 კგ

🥋 ლაშა შავდათუაშვილი, რომელსაც თბილისში არ უჭიდავია, მე-3 ადგილზე დარჩა. 

🥋 ფრიდონ გიგანმა 23 ადგილი დაკარგა რეიტინგში და 91-ეა. 

🥋 ვალერი იაშვილმა ბრინჯაო მოიგო, მას 350 ქულა დაემატა (აქამდე მხოლოდ 10 ჰქონდა) წინ 292 საფეხურით წავიდა და ამჟამად 105-ე პოზიციაზეა.

81 კგ

🥋 წონაში საუკეთესო ქართველი ზებედა რეხვიაშვილი მხოლოდ 36-ე პოზიციაზეა.

🥋 თამაზ კირაკოზაშვილმა 13 საფეხური დაკარგა და ახლა 49-ე პოზიციაზეა.

🥋 ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა, მან წინ 21 საფეხურით წაიწია და 53-ე პოზიციაზეა. 

ტატო გრიგალაშვილმა წინ 21 ადგილით წაიწია

90 კგ

🥋 არც ამ წონაში გყვავს ათეულში ძიუდოისტი - ბექა ღვინიაშვილი 3 347 ქულით მე-13 პოზიციაზეა, მან წინ სამი საფეხურით წაიწია.

🥋 გიორგი პაპუნაშვილმა თბილისის გრან პრიზე ვერცხლი მოიპოვა და ის 1 053 ქულით 44-ე პოზიციაზეა - +11 ადგილი რეიტინგში.

100 კგ

🥋 ვარლამ ლიპარტელიანი 2 000-ზე მეტი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ კორეელ ჩოს.

🥋 ლაშა ტაველური (+12 ადგილი) 48-ე პოზიციაზეა.

ლევან მატიაშვილმა ტედი რინერს გადაუსწრო

+100 კგ

🥋 გურამ თუშიშვილს 2-თვიანი დისკვალიფიკაცია აქვს, მიუხედავად ამისა, ის პირველ ადგილზეა

🥋 ლევან მატიაშვილმა თბილისის გრან პრი მოიგო, მან 14 საფეხურით წაიწია წინ და ახლა 30-ე პოზიაციაზეა. 

🥋 სხვათა შორის, მან ტედი რინერსაც გადაასწრო. 

კომენტარები

ბოლო ამბები