Thumbnail

U 20 | ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთაფრიკულ ტურნეში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 'ბორჯღალოსნები' სამხრეთ აფრიკაში 3 თამაშს ჩაატარებენ
  • საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და მეტოქეები ცნობილია

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში 16 მორკინალი და ხაზის 14 მოთამაშეა.

20-წლამდელები 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და სამხრეთ აფრიკული ტურნე მისი დასკვნითი ნაწილია. ისევე, როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდი 4-4 დღის ინტერვალით სამ თამაშს გამართავს. 

9 აპრილი - საქართველო V სამხრეთ აფრიკა
13 აპრილი - საქართველო V არგენტინა
17 აპრილი - საქართველო V ნამიბია XV

სამხრეთაფრიკული ტურნე

შერკინება:  ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), გიორგი ახალაძე (მასი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), გეგი მურუსიძე (არმაზი, 3), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5), ლუკა გელაშვილი (ხარები, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო, 6-7), საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7), გიგი ლეშკაშელი (აია, 8);

ხაზი: მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), თედო აბჟანდაძე  (აია, 10), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), ზურა ქავთარაძე (ხარები, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), ოთარ ძაგნიძე (აია11-14), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი 11-15).

კომენტარები

ბოლო ამბები