Thumbnail
  • ილიას ზუროსმა ბალტიურ krepsinis.net-ს ინტერვიუ მისცა
  • ბერძენი ორჯერ წვრთნიდა ლიეტუვურ ჟალგირისს
  • ზუროსმა საქართველოს ნაკრებზე და გოგა ბითაძეზე ილაპარაკა

ბალტიურმა krepsinis.net-მა საქართველოს ნაკრების თავკაც ილიას ზუროსთან ინტერვიუ შემოგვთავაზა. ზუროსმა ჟალგირისის შესახებ ილაპარაკა, თუმცა არც საქართველოს ნაკრები დაუვიწყია და საკუთარ მომავალსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ ბერძენი სპეციალისტი ორჯერ, 2011 და 2013 წლებში იყო ჟალგირისის მთავარი მწვრთნელი.

15 000-იანი არენა თბილისში - დიდი გეგმები ევრობასკეტის მასპინძლობისთვის

53 წლის სპეციალისტი თბილად მოიხსენიებს ლიეტუვას და იქ გატარებულ დროს, ის დიდად აფასებს შარუნას იასიკევიჩუსის მოღვაწეობას ჟალგირისში და მომავალში უარს არ იტყოდა ისევ ჟალგირის გაწვრთნას:

krepsinis.net-ის ინფორმაციით, ზუროსს ბევრი ევროპული და არაევროპული ქვეყნის კლუბებიდან ჰქონდა მიწვევა, მაგრამ ყოველი მათგანის პირობაა, ნაკრებიდან წასვლა, რაზეც ზუროსი არ თანხმდება. ამიტომაც, ილიასი მეტ დროს უთმობს საკუთარ თავს, ოჯახს, საკუთარ განვითარებას, ესპანურის სწავლას, ევროპული კალათბურთის მონიტორინგს...

"საქართველოს ნაკრებში მუშაობით, მეტ დროს ვუთმობ საკუთარ თავს. ბევრს ვმოგზაურობ, გასულ ზაფხულს მაგალითად, ბრუკლინ ნეტსის კემპზე ვიყავი, ახლახან ფენერბაჰჩე მოვინახულე, ჟელიკოს ვესაუბრე. ესპანურს ვსწავლობ, რადგან, როგორც მწვრთნელი, მუდამ მომავალზე ვფიქრობ. მწვრთნელისთვის ენების ცოდნა აუცილებელია", - განაცხადა ზუროსმა. 

2011 წელს ზუროსის ჟალგირისმა, ლიტვის ჩემპიონატი, თასი და ბალტიის ლიგა მოიგო, ის შეაქო პრეზიდენტმა რომანოვმა, მაგრამ შემდეგ სეზონში ყველაფერი შეიცვალა - მას ევროლიგაზე ცსკა-სთან წაგება არ აპატიეს და გაუშვეს. 

"ძნელი დროება იყო, განსაკუთრებით პრეზიდენტი რომანოვი რომ მახსენდება. არასტაბილური სიტუაცია იყო, არადა, კალათბურთელებთან შესანიშნავად ვმუშაობდი. და ეს ამბავი ახლაც თბილად მახსენდება. სიგიჟეა, გუნდიდან ევროლიგაზე ერთი წაგებისთვის გამიშვეს", - იხსენებ ზუროსი. 

ზუროსმა საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა, მისმა გუნდმა ახლახან ვერ მოიპოვა საკალათბურთო მუნდიალის საგზური და ზუროსს ძალიან ადარდებს ფიბასა და ევროლიგას შორის გაუმართავი ურთიერთობა, რომელმაც დააზარალა საქართველოს ნაკრები, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ქართულ კალათბურთს ნათელი მომავალი აქვს. 

"ძალიან გაგვიჭირდა შესარჩევში, რადგან მეტოქეებად უმაღლესი დონის ნაკრებები გვყავდა. ქართული კალათბურთი უმატებს, გუნდს ჰყავს გოგა ბითაძე, რომელსაც ცოტა ფიზიკური მომატება სჭირდება უმაღლესი დონის ძლიერი და სწრაფი კალათბურთელების წინააღმდეგ სათამაშოდ. მიხარია, როცა ვხედავ გოგას ბუდუჩნოსტში, მან ძალიან მოუმატა", - თქვა ზუროსმა გოგა ბითაძეზე

კომენტარები

ბოლო ამბები