Thumbnail

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - ილია მეორემ მოჭიდავეები დალოცა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 8-14 აპრილს, კონტინენტის პირველობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება
  • ცნობილია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. 8-14 აპრილს კონტინენტის პირველობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება. ჩემპიონატის წინ, ნაკრები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა. 

"ჩვენთან დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ნაკრები და მისი პრეზიდენტი ბ-ნი გეგა გეგეშიძე. დალოცვილი და გამარჯვებული იყავით". - განაცხადა ილია მეორემ.

უკვე ცნობილია თუ რა შემადგენლობით იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების შემადგენლობა კი 3 აპრილს გახდება ცნობილი.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

57 კგ - ოთარ გოგავა (ხონი)

61 კგ - ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

79 კგ - ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)

86 კგ - სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

92 კგ - ირაკლი მწითური (თბილისი)

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

125 კგ - გენო პეტრიაშვილი (გორი)

საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები პატრიარქმა მიიღო
ფოტოები: ჭიდაობის ფედერაციის FB გვერდიდან 

 

კომენტარები

ბოლო ამბები