Thumbnail

3 ოქროს მედალი ქვიშის ჭიდაობაში - ქართველების წარმატება პორტუგალიაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქალაქ ჩავესში გაიმართა მსოფლიო სერიების პირველი ეტაპი ქვიშის ჭიდაობაში
  • ოქროს მედლებს ქელეხსაშვილი, ხუციშვილი და მარსაგიშვილი დაეუფლნენ

პორტუგალიის ქალაქ ჩავესში გაიმართა მსოფლიო სერიების პირველი ეტაპი ქვიშის ჭიდაობაში. ტურნირში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ქართველმა მოჭიდავეებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს.

პორტუგალიაში ლაშა ლომიძის და აკაკი კუნჭულიას ხელმძღვანელობით 5 სპორტსმენი გაემგზავრა. ოქროს მედლებს ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და დათო მარსაგიშვილი (90 კგ) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე იმსაჯა ქართველმა მსაჯმა რუსლან დარსანიამ. პორტუგალიაში გამართული შეჯიბრება 2019 წლის სან დიეგოს მსოფლიოს ქვიშის თამაშების პირველი სალიცენზიო ტურნირი იყო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)
დავით ხუციშვილი (80 კგ)
დათო მარსაგიშვილი (90 კგ)
მამუკა კორძაია (+90 კგ)
როლანდ ანდრიაძე (+90 კგ)

საქართველოს ნაკრები ქვიშის ჭიდაობაში

 

კომენტარები

ბოლო ამბები