Thumbnail

VAR ჩინურად: მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობის დასადგენად ფურცელი გამოიყენეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩინეთის მეორე ლიგაში ვიდე-რეფერიმ თამაშგარე ქაღალდის ფურცლით განსაზღვრა
  • ეს მომენტი ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება

კურიოზული მომენტი ჩინეთის მეორე საფეხბურთო ლიგაში: Schanghai Shenxin-ისა და Heilongjang Lava Spring-ის მატჩში მასპინძლების მიერ გატანილი გოლი ვიდეო-რეფერიმ გადაამოწმა და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, ტელეეკრანებზე ვიდეომსაჯების ოთახი უჩვენეს. ამაში გასაოცარი არაფერია - საქმე ის არის, რომ ერთ-ერთმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის დასადგენად ეკრანს ფურცელი დაადო.

რა გასაკვირია, რომ ეს მომენტი ინტერნეტში მაშინვე ვირუსულად გავრცელდა. საბოლოო ჯამში, გოლი არ ჩათვალეს, Shenxin-მა კი თამაში მაინც მოიგო - 2:1.

კომენტარები

ბოლო ამბები