Thumbnail

რუნის მორიგი სუპერგოლი MLS-ში - თითქმის კუთხურიდან ჩახვეული ჯარიმა

  • DС იუნაიტედის ფორვარდმა MLS-ის მორიგ ტურში გოლი და საგოლე პასი მიითვალა
  • 33 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ორლანდო სიტის საჯარიმო დარტყმით გაუტანა

უეინ რუნიმ ამერიკაში მორიგი სუპერგოლი გაიტანა. MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში, 33 წლის ინგლისელი ფორვარდის გუნდმა, DС იუნაიტედმა, სტუმრად ორლანდო სიტის ანგარიშით 2:1 მოუგო, რუნიმ კი ამ შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

მეექვსე წუთზე ანგარიში რუნის პასით სტუმართა მცველმა სტივ ბირნბომმა გახსნა, 30-ზე კი ინგლისელმა თავადაც შეაგდო. რუნიმ ლამის კუთხურის ალამთან დანიშნული საჯარიმოდან, ბურთი მასპინძელთა კარში ჩაახვია.

📺 რუნის გოლი ორლანდოსთან 

ორლანდომ მეორე ტაიმში დმონიკ დუაიერის გოლით მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.

33 წლის ინგლისელი ფორვარდის ანგარიშზე MLS-ის 4 მატჩში უკვე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. DC იუნაიტედი 10 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

უეინ რუნი ინგლისის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 120 მატჩში გატანილი 53 გოლით. ფორვარდმა სანაკრებო კარიერა 2018 წლის ნოემბერში დაასრულა.

ინგლისელი ფორვარდი ამერიკაში 2018 წლის ზაფხულში გადაბარგდა, მანამდე კი მანჩესტერ იუნაიტედისა და ევერტონის ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები