Thumbnail
  • რეალი 3:2 უესკა
  • 0:1 ერნანდესი (3), 1:1 ისკო (25), 2:1 სებალიოსი (62), 2:2 ეჩეიტა (74), 3:2 ბენზემა (89)

მადრიდის რეალმა ლა ლიგის 29-ე ტურში უესკას უმასპინძლა და მეტოქეს 3:2 სძლია. ზინედინ ზიდანმა ყველა გააოცა, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში თავისი შვილი, 20 წლის ლუკა დააყენა. ტიბო კურტუა ტრავმირებული იყო, კეილორ ნავასს კი სათადარიგოთა შორის მოუწია დარჩენა. 

პირველი წრის მატჩი ამ გუნდებს შორის მადრიდელებს სტუმრად, 0:1 ჰქონდათ მოგებული. მატჩი ბერნაბეუზე სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გახსნეს. ჩიმი ავილას გადაცემით ხუან ერნანდესმა ისარგებლა და სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

რეალმა ისკოს გოლით გაათანაბრა, ზიდანის მოსვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა ესპანელმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

რეალმა მეორე გოლი 62-ე წუთზე გაიტანა, კარიმ ბენზემას გადაცემით დანი სებალიოსმა წელს მესამედ გამოიჩინა თავი, რითიც უკვე ერთ სეზონში გატანილი გოლების პირადი რეკორდი გააუმჯობესა. უესკამ გათანაბრება 12 წუთში შეძლო, უმცროსი ზიდანის კარში მეორე ბურთი ეჩეიტამ გაიტანა.

მადრიდულმა კლუბმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გაიტანა. ქარიმ ბენზემამ  სანტამარიას კარი მესამედაც აიღო, 3:2. მადრიდელებს 57 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში 'მესტალიაზე' ვალენსიასთან ითამაშებენ. უესკა ბოლო ადგილზეა და ლა ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები