Thumbnail

ეროვნული ლიგა | თბილისური დერბი დინამომ მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩემპიონატს საბურთალო ლიდერობს, რომელსაც 12 ქულა აქვს
  • შემდეგ 9-9 ქულით დინამო თბ., ტორპედო და დინამო ბთ. მოდიან

ეროვნული ლიგის მე-5 ტური ორი საინტერესო მატჩით დასრულდა. დინამო არენაზე თბილისური დერბი შედგა: დინამომ საბურთალოს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა მეტოქე. საინტერესო და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, რომელსაც მხოლოდ გულშემატკივარი აკლდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა თავი. ამ ეპიზოდიდან დაახლოებით 15 წუთში ლევან კუტალიამ გაქვითა სხვაობა. გიორგი კოხრეიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ისევ წინ გაიყვანა საბურთალო, თუმცა ტაიმის მიწურულს კუტალიამ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში, 2:2.

დინამო თბ. 4:2 საბურთალო
ფოტოები: საბურთალოს FB გვერდიდან

მეორე ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. კუტალიამ ჰეთთრიკი შეასრულა და პირველად დააწინაურა დინამო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ფრან კარბიამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 4:2. აღსანიშნავია, რომ გოლამდე დინამო კაცნაკლული დარჩა, რადგან არბიტრმა მოედნიდან აკაკი შულაია გააძევა.

ტურის კიდევ ერთი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც ტორპედომ რუსთავს უმასპინძლა. მატჩი ფორმალური მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა, 2:0. გოლები ალექსანდრ აზაცკიმ და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს.

ტორპედო 2:0 რუსთავი

📹 ტორპედო 2:0 რუსთავი 💪

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on კვირა, 31 მარტი, 2019

ჩემპიონატს საბურთალო ლიდერობს, რომელსაც 5 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს. შემდეგ 9-9 ქულით თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და ბათუმის დინამო მოდიან.   

დინამო თბ. 4:2 საბურთალო

გოლები: 0:1 დვალიშვილი (4), 1:1 კუტალია (20), 1:2 კოხრეიძე (24-პენ.), 2:2 კუტალია (45-პენ.), 3:2 კუტალია (79), 4:2 კარბია (90)

ტორპედო 2:0 რუსთავი

გოლები: 1:0 აზაცკი (29), 2:0 კაპანაძე (57)

კომენტარები

ბოლო ამბები