Thumbnail

ლევან მატიაშვილის ოქრო - თბილისის გრან პრი საქართველოს ჰიმნით დასრულდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი ძიუდოისტების აქტივში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალია
  • საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

თბილისის გრან პრის ბოლო დღეს მედლები 3 წონით კატეგორიაში გათამაშდა. მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ონისე ბუღაძემ, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ასევე ქართველი გელა ზაალიშვილი დაამარცხა. თუმცა, დღის მთავარი ამბავი ლევან მატიაშვილის ოქროა.

ლევან მატიაშვილმა მთელი ტურნირი ბრწყინვალედ გაიარა და გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს დაუპირისპირდა. ძალიან დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა. ორივე ძიუდოისტს ორ-ორი შიდო ჰქონდა, როდესაც ლევანმა შეუტია, ბრძოლა ვაზარით დაასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა. შესაბამისად, თბილისის გრან პრის ბოლოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

🇬🇪⭐ ლევან მატიაშვილი თბილისის გრან პრის გამარჯვებულია! ბრინჯაოს მედალს ონისე ბუღაძე დაეუფლა.

Posted by საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე on კვირა, 31 მარტი, 2019

თბილისის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვაჟთა შორის, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ლევან მატიაშვილმა ფინალში ბელარუსი მეტოქე დაამარცხა

 

კომენტარები

ბოლო ამბები