Thumbnail

თბილისის გრან პრი | პაპუნაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ღვინიაშვილმა ბრინჯაო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • -90 წონაში ფინალური ორთაბრძოლები შედგა 
  • ორი მედალი ქართული გუნდის აქტივში

თბილისის გრან პრის ბოლო დღეს მედლები 3 წონით კატეგორიაში თამაშდება. გაიმართა -90 წონის ფინალური ორთაბრძოლა, რომელშიც გიორგი პაპუნაშვილი კუბელ სილვა მორალესს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხა. ქართველი ფალავანი ტოლსწორად ეპაექრა ტიტულოვან მეტოქეს და მხოლოდ დამატებით დროში, ვაზარით წააგო. შესაბამისად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის ბრძოლაში სერბი მაიდოვი დაამარცხა. პაპუნაშვილის მსგავსად, ღვინიაშვილსაც უმძიმესი ბრძოლა ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში, გადამწყვეტ მომენტში ქართველმა უკეთესად იჭიდავა და მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები