Thumbnail

ბრიტანული ქამრისთვის ჩხუბში, ერთმა მოკრივემ მეორე დაკბინა და ბრძოლა წააგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კაშ ალის სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება
  • დევიდ პრაისი ამბობს რომ მისი ყოფილი სპარინგ-პარტნიორი 'სულ გაგიჟდა'

ბრიტანული მძიმე წონის ქამრისთვის ბრძოლაში ლივერპულელი დევიდ პრაისი თავის ყოფილ სპარინგ-პარტნიორს - კაშ ალის დაუპირისპირდა.

ბრძოლა პრაისის უპირატესობით წარიმართა. მეხუთე რაუნდში კი ალიმ საოცრება ჩაიდინა, პრაისი ჯერ ძირს დაანარცხა, შემდეგ კი მუცლის არეში უკბინა.

მსაჯმა მარკ ლაისონმა, რომელმაც მანამდე ალი კეფაში ჩარტყმისთვისს გააფრთხილა, ბრძოლა მალევე შეაჩერა და მოგება პრაისს ჩაეთვალა.

27 წლის ალი აქამდე დაუმარცხებელი გახლდათ, თუმცა მაღალი დონის პროფესიულ რინგზე ეს მისი პირველი გამოჩენა იყო, თუმცა უკვე პირველი ბრძოლის შემდეგ სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები