Thumbnail
  • ლეიკერსი დარჩენილ მატჩებში ლებრონ ჯეიმსს არ გამოიყენებს
  • მეჯიქ ჯონსონის თქმით ეს ყველასათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა

ლებრონ ჯეიმსს და მის ლეიკერსს პლეი ოფში რომ ვერ ვნახავდით, ეს ცოტა ხნის წინ გაირკვა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ კალათბურთის სუპერვარსკვლავისთვის რეგულარული სეზონიც ნაადრევად დასრულდა.

ლეიკერსი 34 წლის ლებრონს რეგულარულის დარჩენილ 6 მატჩში აღარ გამოიყენებს - ეს ინფორმაცია ლოს ანჯელესელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. ოფიციალური მიზეზი ტრავმის შესაძლო გართულებაა. შეგახსენებთ, რომ კალიფორნიელებმა ზედიზედ მეექვსედ ვერ შეძლეს NBA-ს პლეი ოფში გასვლა.

“ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ლებრონ ჯეიმსი დარჩენილ მატჩებში აღარ ვათამაშოთ. პაუზა მას ტრავმის სრულფასოვნად მოშუშებაში დაეხმარება. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა მისი და ლეიკერსის მომავლისთვის!” - განაცხადა ლეიკერსის პრეზიდენტმა ირვინ ‘მეჯიქ’ ჯონსონმა.

ოთხგზის MVP ლეიკერსში გასულ ზაფხულს, კლივლენდ კავალიერსიდან გადავიდა - მანამდე ლებრონმა ზედიზედ 13-ჯერ ითამაშა პლეი ოფში. მიუხედავად სუპერვარსკვლავის დამატებისა, ლეიკერსმა წელსაც ვერ გამოასწორა შედეგები.

კომენტარები

ბოლო ამბები