Thumbnail
  • ჰიუსტონმა საკრამენტო 119:108 დაამარცხა
  • ჯეიმს ჰარდენმა მორიგი გალა-წარმოდგენა გამართა

ჯეიმს ჰარდენი რეგულარული სეზონის ბოლო მატჩებსაც უმაღლეს დონეზე ატარებს - საკრამენტოსთან 119:108 მოგებულ მატჩში მან სეზონში მეხუთედ შეასრულა ისეთი სამმაგი დუბლი, რომელშიც მინიმუმ 50 ქულა ჩააგდო.

როკეტსის სუპერვარსკვლავის ანგარიშზე ზუსტად 50 ქულა, ასევე 11 მოხსნა და 10 პასი იყო. ჰიუსტონმა პირველი ტაიმი მხოლოდ 3-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მესამე პერიოდში კი სულაც 5 ქულით დამარცხდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში თამაში მაინც შეატრიალა.

📌 საერთო ჯამში, ჰარდენმა 50-ქულიანი სამმაგი დუბლი კარიერაში მეთვრამეტედ შეასრულა და ამ მაჩვენებლით უილტ ჩემბერლენის (118), მაიკლ ჯორდანის (31) და კობი ბრაიანტის (25) შემდეგ, ისტორიაში მე-4 ადგილზეა.

ჰარდენის შემდეგ, შესანიშნავი იყო კლინტ კაპელა, რომელმაც 24 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. კრის პოლის ანგარიშზე 22 ქულა, 2 პასი და 5 მოხსნაა. საკრამენტოდან საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი იყო - 24 ქულით, 9 მოხსნითა და 8 პასით.

77 მატჩის შემდეგ ჰიუსტონ როკეტსს 49 მოგება და 28 მარცხი აქვს - ჰარდენის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს ინარჩუნებს.

📺 ვიდეო: ჯეიმს ჰარდენის 50-ქულიანი სამმაგი დუბლი საკრამენტოსთან

კომენტარები

ბოლო ამბები