Thumbnail
  • ბარსელონა 2:0 ესპანიოლი
  • ლიონელ მესის დუბლი

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში ბარსელონის დერბი გაიმართა, რომელშიც ბარსელონამ ესპანიოლს 2:0 მოუგო. 29 ტურის შემდეგ ერნესტო ვალვერდეს გუნდი 69 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარ ატლეტიკოს 13 ქულით უსწრებს.

მოსაწყენი დერბი ლიონელ მესიმ გამოაცოცხლა, რომელმაც 71-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში - ამ ეპიზოდში ბურთს მიმართულება მცველმა შეუცვალა და დიეგო ლოპესი დააბნია.
89-ე წუთზე მალკომი მარცხნიდან გაიჭრა და მესის ჩაუწოდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. არგენტინელის ანგარიშზე ლა ლიგაში უკვე 31 გოლი და 12 საგოლე პასია!

 

ბარსელონა 2:0 ესპანიოლი

გოლები: 1:0 მესი (71), 2:0 მესი (89)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (59. სერხი რობერტო), პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (59. მალკომი) - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო (82. არტურო ვიდალი) 

კომენტარები

ბოლო ამბები