Thumbnail
  • ფრაიბურგი 1:1 ბაიერნი
  • დორტმუნდი 2:0 ვოლფსბურგი

ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად ვერ დაამარცხა ფრაიბურგი - 1:1. პარალელურ მატჩში დორტმუნდმა ვოლფსბურგი 2:0 დაამარცხა და გერმანიის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა - დორტმუნდი 63 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ბაიერნი 61 ქულით მეორეა. 

მე-3 წუთზე ულრაიხის კარი ფრაიბურგელმა ლუკას ჰიოლერმა აიღო, თუმცა 22-ე წუთზე ლეონ გორეტცკას პასით რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა.

დორტმუნდში 90-ე წუთამდე 0:0 იყო, როცა პაკო ალკასერმა ვოლფსბურგის კარი ორჯერ აიღო 4-წუთიან მონაკვეთში - ჯერ საჯარიმო დარტყმით, შემდეგ ჯეიდონ სანჩოს სეზონში მე-13 საგოლე პასით. 

ლევანდოვსკის გოლი ბაიერნს მოსაგებად არ ეყო

ფრაიბურგი 1:1 ბაიერნი

გოლები: 1:0 ჰიოლერი (3), 1:1 ლევანდოვსკი (22)

ბაიერნი (4-1-2-3): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი (73. ზიულე), ჰუმელსი, რაფინია - ტიაგო ალკანტარა - ხამეს როდრიგესი, გორეტცკა - მიულერი (55. გნაბრი), ლევანდოვსკი, კომანი (73. რიბერი)

დორტმუნდი 2:0 ვოლფსბურგი

გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (90), 2:0 პაკო ალკასერი (94)

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ვოლფი, აკანჯი, ზაგადუ, დიალო (49. ჰაკიმი) - ვიტსელი, დელეინი - სანჩო, გიოტცე (81. დაუდი), გერეირო - პაკო ალკასერი  

კომენტარები

ბოლო ამბები