Thumbnail
  • ფულემი 0:2 მანჩესტერ სიტი
  • სერხიო აგუეროს და ბერნარდო სილვას გოლი პლუს პასები

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ სტუმრად ფულემი დაამარცხა - 2:0. ამ გამარჯვებით მანჩესტერული კლუბი 77 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა - ლივერპულს (76 ქულა) გადაასწრო. რაც შეეხება სკოტ პარკერის ფულემს, ლონდონური კლუბი 17 ქულით გასავარდნ ზონაშია. 

მე-5 წუთზე სერხიო აგუერომ საჯარიმოს მისადგომებთან ბერნარდო სილვა მოძებნა და პორტუგალიელმაც ანგარიში გახსნა. 

27-ე წუთზე ასისტენტობა ბერნარდო სილვამ ითავა, გოლი კი აგუერომ გაიტანა, კუნმა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. 

ჩემპიონობას ორივე გუნდი იმსახურებს

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): "ბრწყინვალე შედეგია განსაკუთრებით სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით. ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ გამაოცეს - მატჩის პირველი 15-20 წუთი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენთვის სეზონში. მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ გოლების გატანის შემდეგ თამაშის გაკონტროლება გადავწყვიტეთ.

ლივერპულმა და სიტიმ ჩემპიონობა დავიმსახურეთ, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. თუ მომდევნო ტურშიც მოვიგებთ ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 80 ქულა გვექნება. შემდეგი მატჩი კარდიფის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანია".

საინტერესო ფაქტები

⚽ ფულემს არ მოუგია მანჩესტერ სიტისთვის უკვე ზედიზედ 14 თამაშია (3 ფრე, 11 წაგება).

⚽ ბერნარდო სილვამ კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ სიტის 3 თამაშში გოლის გატანა.

⚽ ფულემთან ბოლო 5 მატჩში სერხიო აგუერომ 7 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 3 ასისტი).  

ფულემი 0:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (5), 0:2 აგუერო (27)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო - დე ბრუინე (75. ფერნანდინიო), გიუნდოგანი, დავიდ სილვა - ბერნარდო სილვა, აგუერო (57. გაბრიელ ჟეზუში), სტერლინგი (88. მაჰრეზი) 

კომენტარები

ბოლო ამბები