Thumbnail
  • 8-14 აპრილს ბუქარესტი მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
  • გიორგი იანტბელიძის გუნდი თითქმის უძლიერესი შემადგენლობითაა

8-14 აპრილს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს ბუქარესტი (რუმინეთი) უმასძპინძლებს. 9 და 10 აპრილს ევროხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ. 

ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის დუშეთში ემზადება, სადაც ასრულებს საწვრთნელ შეკრებას. რუმინეთში გამგზავრებამდე 6 დღით ადრე ნაკრების თავკაცმა გიორგი იანტბელიძემ საევროპო შემადგენლობა დაასახელა. 

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში იანტბელიძის გუნდმა გაიარა ბაკურიანისა და ბორჯომის საწვრთნელი შეკრებები, იასპარეზა საფრანგეთისა და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირებზე, ბოლოს კი დუშეთში შეიკრიბა. 

ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები თითქმის უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება. გუნდშია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომელიც 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი სამჯერ (2014, 2016, 2017) მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონი ზურან იაკობიშვილი, ასევე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ბექა ლომთაძე და ავთანდილ კენჭაძე. 

საქართველოს ნაკრები

57 კგ: ოთარ გოგავა 

61 კგ: ბექა ლომთაძე

65 კგ: ლადო ხინჩეგაშვილი

70 კგ: ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ: ავთანდილ კენჭაძე

79 კგ: ნიკა კენჭაძე

86 კგ: სანდრო ამინაშვილი

92 კგ: ირაკლი მწითური

97 კგ: ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ: გენო პეტრიაშვილი 

კომენტარები

ბოლო ამბები