Thumbnail

თბილისის გრან პრი | ქართველების 2 ბრინჯაო, საქართველოს 6 მედალი აქვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვალერი იაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ორ დღეში 6 მედალი დაუგროვდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე მეორე დღეს გამოსვლა 2 მედლით დაასრულა - ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაო მოიპოვეს. ფინალურ ბლოკში ვალერი იაშვილმა ოდბაიარ განბაატარს სძლია, რომელმაც მანამდე ორ ქართველს, გიორგი ჩიხელიძესა და ლაშა გიუნაშვილს სძლია. იაშვილმა მონღოლ მეტოქეს ვაზარი აუღო და ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა. იაშვილისთვის ეს ბრინჯაო IJF-ის მსოფლიო ტურზე პირველი წარმატებაა.

ვალერი იაშვილმა განბაატარს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

ვალერი იაშვილმა განბაატარს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

Posted by Silk Sport on შაბათი, 30 მარტი, 2019

პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძემ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და დამარცხდა. მან გადამწყვეტ ბრძოლაში კანადელ ენტუან ფორტიესთან ვაზარი გაუშვა და ბრძოლის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ტატო გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლაში ფრანგ ალფა ჯალოს აჯობა და ვალერი იაშვილის მსგავსად ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ორი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს თბილისის გრან პრიზე 6 მედალი დაუგროვდა: 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრებს 6 მედალი აქვს

Posted by Silk Sport on შაბათი, 30 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები