Thumbnail

'დათუნაშვილს პასუხი არ მიუღია' - ჭიდაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ზურაბ დათუნაშვილს უპასუხა
  • ფედერაციაში აცხადებენ, რომ დათუნაშვილის საკითხზე არ უმსჯელიათ

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ფედერაციაში განაცხადეს, რომ დათუნაშვილის საკითზე ჯერჯერობით არ უმსჯელიათ და მისთვის ინფორმაციაც არ მიუწოდებიათ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადება: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები, თითქოს მან ფედერაციისგან მიიღო პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა და ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში დაისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც დათუნაშვილისთვის უცნობებია რამე.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციის თემას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდების თანახმად, თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ის ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევაშიც, თუ წესი დაირღვევა, მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება ქართველ მოჭიდავეს სანქციას დაუწესებს.

კომენტარები

ბოლო ამბები